თავში

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ" - ვიოლა ფონ კრამონმა განმარტა, განიხილება თუ არა სანქციები

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ" - ვიოლა ფონ კრამონმა განმარტა, განიხილება თუ არა სანქციები
ძალიან იმედგაცრუებულები ვართ - ვიოლა ფონ კრამონმა განმარტა, განიხილება თუ არა სანქციები

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამინი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით ევროპარლამენტარები იმედგაცრუებული არიან.

კრამონის თქმით, მიუხედავად შეთანხმებიდან გასვლისა, მიშელის დოკუმენტს ევროპული მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე სანქციებზე საუბარი ნაადრევია.

"მიუხედავად ქართული ოცნების შეთანხმებიდან გასვლისა, მას საქართველოს ევროპული მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ჩვენი სურვილია, საქართველო ევროპულ გზაზე ვიხილოთ. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი ამას გაიგებს. ასევე გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს თავისი კულტურითა და ტრადიციებით. მას შეუძლია ეს ტრადიცია თავისი სურვილისამებრ შეინარჩუნოს. პარლამენტის წევრებთან შესახვედრად და სასაუბროდ ჩამოვედით. მინდა კოლეგებთან პარლამენტში ოპოზიციის უფლებების გაზრდასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე ვისაუბრო. მმართველი პარტიის ბოლო მოვლენებით ძალიან იმედგაცრუებული ვართ. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვიოს",- თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system