თავში

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა გიტანას ნაუსედასთან - ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა გიტანას ნაუსედასთან - ირაკლი ღარიბაშვილი
ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა გიტანას ნაუსედასთან - ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად საკითხებზე, რაც შეხვედრის განმავლობაში განიხილეს.

"ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მიღწეული წინსვლა და სხვადასხვა სექტორში ლიეტუვა-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, გიტანას ნაუსედა საქართველოში 10 ივნისს ჩამოვიდა.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გუშინ, ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

დღეს გიტანას ნაუსედამ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან , პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system