თავში

ძალიან რთულად აფასებს დღევანდელ სიტუაციას - ხატია დეკანოიძე

ძალიან რთულად აფასებს დღევანდელ სიტუაციას - ხატია დეკანოიძე
ძალიან რთულად აფასებს დღევანდელ სიტუაციას - ხატია დეკანოიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი იმაზე სუსტად მოეჩვენა ვიდრე წინა შეხვედრისას.

"აფასებს დღევანდელ სიტუაციას ძალიან რთულად, რაც ხდება ქვეყანაში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკური თამაშის წესების შეთანხმებას, მე ამას შერიგებას ვერ დავარქმევდი და არც თვითონ არ ფიქრობს, რომ ამ პროცესს შერიგება უნდა ვუწოდოთ და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში.

მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ექიმებისგან, მისი მდგომარეობა ნამდვილად არ არის ის მდგომარეობა, რომელიც არის აუცილებელი პრაქტიკულად მისი სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის. მეორე - ექიმების რეკომენდაცია ისაა, რომ სასამართლო პროცესზე, საჯარო სივრცისგან თავი შეიკავოს, არ ვიცი როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, ვისაუბრებთ ამაზე. ამიტომ ზუსტად ის წამება, არაადამიანური მოპყრობა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული მანქანის ამუშავება მის წინააღმდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ყველამ კადრებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში, რა თქმა უნდა, მას უნდა მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება რაც არ ეძლევა",- ამბობს ხატია დეკანოიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system