თავში

ძალიან შემრცხვება, რომ მიშელი კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს საქართველოში - ხაზარაძე

ძალიან შემრცხვება, რომ მიშელი კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს საქართველოში
ძალიან შემრცხვება, რომ მიშელი კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს საქართველოში - ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ლელოსთვის" წარმოუდგენელი იქნება, მიიღოს პარლამენტის სესიებში მონაწილეობა, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან.

"ლელოს" ლიდერის თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს პროკურატურამ, სასამართლომაც და ყველა უწყებამ, რათა ქვეყანა გადაიტვირთოს.

"პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრაზე, მას „ლელოს“ სახელით ვუთხარი, რომ "ლელოსთვის" წარმოუდგენელი იქნება, მიიღოს პარლამენტის სესიებში მონაწილეობა, თუ ორი ადამიანი, რომლებიც იყვნენ შეთანხმების საგანი, იყვნენ შეთანხმების პუნქტებში - მელია და რურუა, არ იქნებიან გათავისუფლებული.

ჩვენ ვიცით, რომ ერთის შემთხვევაში აუცილებელია პრეზიდენტის ჩართულობა, რაც ჩვენ მოვისმინეთ და მივესალმებით, იმედია, ეს განხორციელდება. ასევე, ხაზი გავუსვი იმას, რომ როდესაც ქვეყანაში არის ასეთი პოლიტიკური კრიზისი, ეს არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი, რადგან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს პროკურატურამაც, სასამართლომაც და ყველა უწყებამ, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს.

მე ძალიან მკაფიოდ დავუფიქსირე მას ჩემი პარტიის პოზიცია და შესაბამისად, ველოდებით, რომ ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი. თუ ეს საკითხი არ გადაწყდება, მე ვერ ვხედავ ამ ხელშეკრულების სრულად შესრულების მექანიზმს. პირდაპირ ვუთხარი, რომ მე, როგორც ქართველს, ძალიან შემრცხვება, რომ პრეზიდენტი მიშელი კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს საქართველოში. აქამდეც მრცხვენოდა, რომ 6 თვე დასჭირდა იმ საკითხების შეთანხმებას, რაც ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საჭირო. იმედი მაქვს, რომ ყველა ძალიან ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხებს, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ აცხადებს, რომ ის თავს მოტყუებულად გრძნობს და გირაოს გადახდის წინააღმდეგია.

19 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის სკანდალური გადაწყვეტილება მიიღოს და გიორგი რურუა საკუთარი პირობებით შეიწყალოს.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

დღეს დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system