თავში

ძალიან ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას - ზალკალიანი

ძალიან ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას - ზალკალიანი
ძალიან ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას - ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება. ძალიან ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისადმი, ჩვენი გამძლეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ",- წერს ზალკალიანი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართულ სატელეფონო საუბარს საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system