თავში

"ძალისხმევას არ ვიშურებთ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად" - ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი

"ძალისხმევას არ ვიშურებთ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად" - ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი
ძალისხმევას არ ვიშურებთ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად - ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი განცხადებას ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

ერმაკი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, რაც პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის ცარიელი სიტყვები არ არის:

"დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელსაც მრავალი წელია ვიცნობ.

მიხეილი არც თუ ისე მარტივ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ მინდა მას დღეს ვუსურვო მთავარი: ჯანმრთელობა, მოთმინება და ის ჯან-ღონე, რომელსაც მას ვერასოდეს წაართმევ.

ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქედ რჩება. პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის ეს ცარიელი სიტყვები არ არის განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც ყველა თემას საკუთარი პიარისთვის იყენებს.

ამ ადამიანებს ვეტყვი, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ უკრაინაში მის დასაბრუნებლად.

გამგები გაიგებს", -  წერს ანდრეი ერმაკი "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system