თავში

ძველი უხერხული სიტუაციები გვაქვს გასარკვევი - იაგო ხვიჩია

ძველი უხერხული სიტუაციები გვაქვს გასარკვევი - იაგო ხვიჩია
ძველი უხერხული სიტუაციები გვაქვს გასარკვევი - იაგო ხვიჩია

ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება, ცინიკურად გამოჩენილიყო, რადგან ძველი უხერხული სიტუაციები გვაქვს გასარკვევი, – ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან სალაპარაკო ბევრი აქვს.

„ზოგადად, ვინც ჩვენთან სალაპარაკოდ მოდის, ლაპარაკი ძალიან გვიყვარს და არავის არ გავურბივართ. პირიქით, მივესალმებით, ყავას დავალევინებთ, დიდხანს ვისაუბრებთ, დანარჩენი, ალიანსი, კოალიცია, ამაზე ახლა არ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, მელიას პარლამენტში ველოდებით. ახლა ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკურად გამოჩენილიყო, რადგან ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. იცით, რომ საუბრის საშუალება არ მოგვეცა, სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" დაიჭირა და რა სალაპარაკოც გვქონდა, ვერ ვილაპარაკეთ. ბევრი სალაპარაკო გვაქვს და გასარკვევი გვაქვს, ძველი უხერხული სიტუაციები", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საპატიმროს დატოვების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს პარტიის შიდა კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

გარდა ამისა, ნიკა მელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს გეგმავს კოლეგებთანაც. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system