თავში

ე, მანდ მე არ ვერევი - წულუკიანი

ე, მანდ მე არ ვერევი - წულუკიანი
ე, მანდ მე არ ვერევი - წულუკიანი

არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა კითხვას რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლების შესახებ.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თეატრების ხელმძღვანელობა თავად წყვეტს რომელ ქვეყანაში გაემგზავრება გასტროლებზე და სამინისტრო ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ ერევა.

„როდესაც მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ „ე მანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო“. შესაბამისად, გეტყვით, რომ ე, მანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში. ყველა თეატრი თავად წყვეტს რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით, ეს არის შემოქმედებითი თავისუფლება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი“, - განაცხადა წულუკიანმა.

რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 27 ივნისს მიემგზავრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system