თავში

კობახიძე: თუ ცვლილებები ჩავარდება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება

კობახიძე: თუ ცვლილებები ჩავარდება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება
კობახიძე: თუ ცვლილებები ჩავარდება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება

მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება, ხოლო თუ კანონპროექტი ოპოზიციის მხარდაჭერის არარსებობის პირობებში ჩავარდება, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება.

"საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, როცა ისინი იყვნენ ჯერ შევარდნაძის დროს, მერე როცა მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს მათი არჩევანია. თუ მათი არჩევანის საფუძველზე ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. ივნისის ბოლოს გავა სამივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე. ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს ექნება სრული მხარდაჭერა,"- განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system