თავში

მშვიდობიანი პიკეტირება იქნება - გიგა ბოკერია

მშვიდობიანი პიკეტირება იქნება - გიგა ბოკერია
მშვიდობიანი პიკეტირება იქნება - გიგა ბოკერია

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხვალ დაგეგმილი პიკეტირება მაინც გაიმართება.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით, არაფერი შეცვლილა.

„მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა. ამიტომ არაფერი შეცვლილა. მშვიდობიანი პიკეტირება იქნება“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ხვალ ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.

ნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორგანიზებით გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system