თავში

ბაქრაძე: ,,ოცნებამ" მოლაპარაკებების ყველა რესურსი ამოწურა

ბაქრაძე: ,,ოცნებამ" მოლაპარაკებების ყველა რესურსი ამოწურა
ბაქრაძე: ,,ოცნებამ მოლაპარაკებების ყველა რესურსი ამოწურა

დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას ,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამოეხმაურნენ.

როგორც ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ამ ნაბიჯით ,,ქართულმა ოცნებამ" ყველა რესურსი ამოწურა და ოპოზიცია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების მაგიდას აღარ მიუჯდება. 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system