თავში

ეგენი ყველანი გამოექანებიან ფინალში - თაკო ჩარკვიანი

ეგენი ყველანი გამოექანებიან ფინალში - თაკო ჩარკვიანი
ეგენი ყველანი გამოექანებიან ფინალში - თაკო ჩარკვიანი

,,ეგენი ყველანი გამოექანებიან ფინალში და დაებერტყებიან თავიანთ უხარისხოდ დაგებულ ასფალტს და ტროტუარს", - თაკო ჩარკვიანმა კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ქართულ ოცნებას" ოლიგარქიული მმართველობა ახასიათებს, რაც სატელიტი პარტიებისა და პოლიტიკოსების მობილიზებასა და დიდი გამოწვევების ფარული სქემებით გადაწყვეტაში გამოიხატება.

"ასე იცის პოლიტიკამ, უზნეო პოლიტიკამ ასე იცის. ოლიგარქიას ახასიათებს თავხედური აღვირახსნილობა ყველაფრისადმი, გამოწვევა, იმიტომ, რომ ეს არის მისთვის დამახასიათებელი კანონის დარღვევით არსებობა. ესენი ისეთ კორუფციულ სქემებში არიან გახვეულები, რა გადაწყვეტა და გადმოწყვეტა. ეგრე ალეკო ელისაშვილიც ეგონათ, რომ ოპოზიციონერი იყო, მაგრამ აგერ შევხედეთ, რომ ყველაფერში უდგას გვერდით ,,ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ჩარკვიანმა ,,მთავარი არხის“ ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system