თავში

ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა

ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა
ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა-ეს განცხადება ეკა ბესელიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა. მან პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებების შემდეგ განვითარებული მოვლენები შეაფასა. ეკა ბესელიას განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეს თავზე.

ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს სთავაზობს. მისი თქმით სიტუაცია შეიძლება განიმუხტოს მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის გზით.

ეკა ბესელიამ ასევე ისაუბრა იმ სამართლებრივ გზაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ საჭიროა 76 დეპუტატის ხელმოწერა იმისთვის, რომ მოხდეს ახალი კანონპროექტის ინიცირება. მისივე თქმით რიგგარეშე სესიების მოწვევის პირობებში, კანონის მიღება მოესწრება. 

ეკა ბესელია ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდიდან დეპუტატების გასვლას. მან არ გამორიცხა, რომ  საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system