თავში

ეკა ბესელია: გაბრაზებულია ბევრი ადამიანი და "ოცნებას" არ აქვს პასუხი

ეკა ბესელია: გაბრაზებულია ბევრი ადამიანი და "ოცნებას" არ აქვს პასუხი
ეკა ბესელია: გაბრაზებულია ბევრი ადამიანი და ოცნებას არ აქვს პასუხი

"ივანიშვილმა გადაწყვიტა ვადამდელი არჩვენების გზით შეინარჩუნოს არსებული მოდელი" -ეს განცხადება ეკა ბესელიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა. ის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ეკა ბესელიას თქმით "ქართული ოცნების“ ქმედებები ხელს უწყობს ქვეყანაში არეულობას და ქმნის ქაოსს.

„გაბრაზებულია ბევრი ადამიანი და ბევრი ადამიანი გამოვა და „ქართულ ოცნებას“ არ ექნება პასუხი და აღარ გვინდა ქვეყანაში ქაოსი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით ის მიესალმება იმ დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, მანდატები დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო მანდატი საპარლამენტო უმრავლესობის შვიდმა წევრმა დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system