თავში

ეკა ბესელია: პლებისციტი არ არის თავისუფალი არჩევნების ალტერნატივა

ეკა ბესელია: პლებისციტი არ არის თავისუფალი არჩევნების ალტერნატივა
ეკა ბესელია: პლებისციტი არ არის თავისუფალი არჩევნების ალტერნატივა

"მგონია, რომ არცერთი წინაპირობა არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით, როგორც ალტერნატივა, არ უნდა იყოს განხილული. მგონა, რომ ზოგადად კარგია, როცა ხალხს ეკითხები რა სურს მას, ეს ყოველთვის კარგი ფორმაა, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ სატყუარა გადმოაგდოს მმართველმა პარტიამ და ამ სატყუარას ვინმე დათანხმდეს", - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განცხადა, რომ მთავარი ახლა არის, პარლამენტში შევა თუ არა ვინმე.

"მას [ხელისუფლებას] სასიცოცხლოს სჭირდება ახლა ფორმალური ლეგიტიმაცია. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, ვინც ახლა გარიგებაში შევა ხელისუფლებასთან, ის უბრალოდ პოლიტიკურ მომავალს თავისი ხელით დაასრულებს. მას უნდა ესმოდეს, რომ ასეთ პოლიტიკურ თამაშებს არასდროს გპატიობს ისტორია“, - განაცხადა ბესელიამ.

ოპოზიციურ პარტიებსა და "ქართული ოცნებას" შორის საერთაშორისო დიპლომატების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system