თავში

ეკა ბესელია: გუშინწინ რომ უკვე იცოდნენ, ვის უმალავდნენ?

ეკა ბესელია: გუშინწინ რომ უკვე იცოდნენ, ვის უმალავდნენ?
ეკა ბესელია: გუშინწინ რომ უკვე იცოდნენ, ვის უმალავდნენ?

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლებას აღნიშნულის შესახებ მოქალაქები ბევრად ადრე უნდა გაეფრთხილებინა.

,,რატომ უნდა აფრთხილებდე მხოლოდ 2 დღით ადრე ადამიანებს, რომ გადაწყვეტილია ასეთი გამკაცრებული ღონისძიებები? როდის უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთი აკრძალვებისთვის მინიმუმ რამდენიმე დღე და კვირა მაინც ჭირდებათ მოსამზადებლად? ბევრისთვის შეუძლებელიც იქნება გაუმკლავდეს ამ სირთულეებს. გუშინ და გუშინწინ რომ უკვე იცოდნენ, ვის უმალავდნენ? ცალკე თემაა, რომ ეს შეზღუდვები კონსტიტუციის დარღვევით წესდება!", - წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში შეზღუდვები გამკაცრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system