თავში

ეკატერინე ტიკარაძე დღეს პატრიარქს შეხვდება

ეკატერინე ტიკარაძე დღეს პატრიარქს შეხვდება
ეკატერინე ტიკარაძე დღეს პატრიარქს შეხვდება

დღეს, 18 მარტს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ამის შესახებ report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა საკითხზე გაიმართება შეხვედრა. მათი ცნობით, მინისტრი საპატრიარქოში 14:00 საათზე მივა.

არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრა ვაქცინაციის პროცესში საპატრიარქოს მხარდაჭერას უკავშირდებოდეს. 

რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს და მღვდელმთავრებს ვაქცინაციის პროცესში დახმარების თხოვნით მიმართა. გამყრელიძეს სოციალურ ქსელში უპასუხა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა. 

მოგვიანებით, იგივე შინაარსის ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system