თავში

ეკატერინე ტიკარაძე: არც ერთ ექიმს არ უთქვამს უარი სამუშაოები გაეწია საზღვარზე

ეკატერინე ტიკარაძე: არც ერთ ექიმს არ უთქვამს უარი სამუშაოები გაეწია საზღვარზე
ეკატერინე ტიკარაძე: არც ერთ ექიმს არ უთქვამს უარი სამუშაოები გაეწია საზღვარზე

ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან გაცხადებული უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაეწიათ შეასაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე. 

„ამის შესახებ ინფორმაცია მე წავიკითხე პრესიდან, მაგრამ მინდა დავაფიქსირო, რომ დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან გაცხადებული უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაეწიათ შესაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე, ვინაიდან ისინი დგანან არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ სახმელეთო და საზღვაო შემოსვლის წერტილებში. ჩვენს ექიმებს ყველას გვაქვს დადებული ფიცი და ჩვენ ყოველთვის საკუთარი რისკის ფასად ვახორციელებთ გარკვეულ ჩარევებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის საერთაშორისო ჯანდაცვის მხრიდანაც არ ყოფილა განსაკუთრებული მითითებები იმის შესახებ, რომ აეროპორტებში მკაცრი რეგულაციები დაგვეწესებინა, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც დაფიქსირდება რისკის მქონე პაციენტები, შემოწმება განხორციელდება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system