თავში

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სისტემის რეფორმას აანონსებს

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სისტემის რეფორმას აანონსებს
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სისტემის რეფორმას აანონსებს

"იქ სადაც სამედიცინო ცენტრია საჭირო და არ არის - აშენდება. სადაც სერვისებია დასამატებელი - დაემატება, პროფილური გაძლიერება კერძო კლინიკებსაც დაევალებათ და ფასები გათანაბრდება. სახელმწიფო მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. სამედიცინო სექტორის ეფეტიანობის გაზრდის მიზნით ქვეყნის პოლიტიკა სახელმწიფო კლინიკების გაძლიერებაზე იღებს ორიენტირს", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სახელმწიფო კლინიკები ჰოლდინგში ერთიანდება და ერთი სისტემით იმართება. 

"სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია უნდა ამაღლდეს, რაც ანაზღაურებაზეც აისახება. პირველ ეტაპზე ხელფასი ექთნებს გაეზრდებათ. სახელმწიფო კლინიკები რჩება სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიღების მთავარ კერად. სტრატეგიაზე მუშაობა მარტში დასრულდება და მას საკანონმდებლო მხარდაჭერა დასჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში ერთი და იგივე მომსახურება ხორციელდებოდეს ერთი და იგივე ტარიფით და აუცილებლად ერთი და იგივე ხარისხით“, - აცხადებს მინისტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system