თავში

ექიმები თვლიდნენ, რომ სიცოცხლის 2-3 დღე მქონდა დარჩენილი - სააკაშვილი

ექიმები თვლიდნენ, რომ სიცოცხლის 2-3 დღე მქონდა დარჩენილი - სააკაშვილი
ექიმები თვლიდნენ, რომ სიცოცხლის 2-3 დღე მქონდა დარჩენილი - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის პირადად ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის დაკვეთით აწამეს. 

მან საქალაქო სასამართლოში პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ის დღე გაიხსენა, როცა გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გონება დაკარგა:

"როცა გონება დავკარგე და ძალიან ცუდად ვიყავი, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, დილის 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი" თან როგორი, წინა "შუმოკები" ჩემი დედის გინება, ხმაური იყო, ახლა იყო - მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ, დაიწყო კარებმა ბრახუნი, ბადრაგი და სამედიცინო პერსონალი არსად არ იყო, იყო სრული შთაბეჭდილება თითქმის ერთი საათის განმავლობაში, რომ შემოდიოდნენ, ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად დადგმული, დაორგანიზებული ნაწილი იმ წამების, რომელიც იქ ხდებოდა. სანამ მე ვარ ამ წამების მსხვერპლი პირადად ივანიშვილის და პუტინის მიერ დაკვეთით, რომელიც თქვენი შეურაცხყოფის მიზნით არის გაკეთებული, არა იმიტომ რომ მე ვარ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ან ბევრმა შეიძლება თქვას, რომ საქართველოს დღევანდელიც, უკვე აღარ ვიცი, უნდა ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რაც დარჩა სახელმწიფოსგან კარგად ვხედავთ, მაგრამ ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან, ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები, ნამდვილი პროკურორები, მე მზად ვარ, წარვსდგე სასამართლოს წინაშე, მაგრამ მე იმას არ გთხოვთ, მე დამიცვათ მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმოთ ნებისმიერი ადამიანის წამება, უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, დაგმეთ დამცირება და არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის. არც ჭკუას არ გარიგებთ, არც გამუნათებთ, მაგრამ მგონია, რომ კეთილსინდისიერი და სამართლიანი იქნება ყველაფერ იმაზე საუბარი, რასაც ახლა მთხოვთ - აღიარებებს, ბოდიშებს, ყველანი თუ დაველოდებით ჩემ გათავისუფლებას ამ მახინჯი სისტემის ტყვეობიდან, რომლის ერთადერთი ფუნქციაც არის მე აქედან ცოცხალი არ გავიდე", - განაცხადა სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system