თავში

ეკლესიისთვის ზიანის მიყენება უნდათ - ვოლსკი პანსიონზე

ეკლესიისთვის ზიანის მიყენება უნდათ - ვოლსკი პანსიონზე
ეკლესიისთვის ზიანის მიყენება უნდათ - ვოლსკი პანსიონზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, სკანდალური და ისტერიკული პოზიცია, რაც ბავშვთა სახლის გარშემო ხდება, ეკლესიისთვის ზიანის მიყენებაზე მიუთითებს.

"თუკი რაიმე გადახრა არსებობდა, რა საკვირველია, პირველმა ამის წინააღმდეგ უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა. მაგრამ ის სკანდალური, ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ სიმართლის დადგენა კი არ უნდა ვინმეს, ზარალის მიყენება უნდათ ეკლესიისათვის", - განაცხადა ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system