თავში

ადმინისტრაცია: პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა

ადმინისტრაცია: პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა
ადმინისტრაცია: პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

,,პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

პრეზიდენტის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უარყოფითი რეაქციები მოჰყვა.

,,კატეგორიულად მიუღებელია", - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის განცხადება.

,,ჯარი ჩვენი სიამაყეა - მეტი სიფრთხილე გვმართებს",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის განცხადებას.

ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, გაკეთებული განცხადებების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი თქმით პრეზიდენტის განცხადებები„აბუჩად ამგდები და დამცინავია“.

პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოც". ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system