თავში

ელჩებმა "ოცნების" კომპრომისული შემოთავაზებების მონახაზი გვაჩვენეს, რაც არასაკმარისი იყო - ელისაშვილი

ელჩებმა "ოცნების" კომპრომისული შემოთავაზებების მონახაზი გვაჩვენეს, რაც არასაკმარისი იყო - ელისაშვილი
ელჩებმა ოცნების კომპრომისული შემოთავაზებების მონახაზი გვაჩვენეს, რაც არასაკმარისი იყო - ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ელჩებთან ოპოზიციის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრების დროს მათ "ქართული ოცნების" შესაძლო კომპრომისების მონახაზი აჩვენეს, რომელიც მისი თქმით, არასაკმარისია.

"მე და ლევან იოსელიანს რა შეხვედრაც გვქონდა ელჩებთან პირისპირ, მათი გარკვეული კონტურები და მონახაზი გვაჩვენეს "ქართული ოცნების" კომპრომისული შემოთავაზებების, რაც იყო ძალიან არასაკმარისი. ვადამდელი არჩევნები იქ არ ეწერა, დეტალებზე არ მინდა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა "ქართულ ოცნებას", ამ სტუდიიდან კი არ ველაპარაკებდით, ვიტყოდით, აგაშენებს ღმერთი და დავიწყებდით სხვა რაღაცებზე ფიქრს და სამზადისს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, შუამავლების მეშვეობით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რიგით მესამე შეხვედრა. პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მომავალ შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება.

თავის მხრივ ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ბოიკოტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს ამბობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system