თავში

ელჩი დეგნანი: იმედი გვაქვს, რომ გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი

ელჩი დეგნანი: იმედი გვაქვს, რომ გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი
ელჩი დეგნანი: იმედი გვაქვს, რომ გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი

ვიცით, რომ საზღვრის სადერმაკაციო კომისიის მუშაობა მიმდინარეობს წლების განმავლობაში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დავით გარეჯის საქმის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი. მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, რომ რაიმე სახის დეტალური განმარტება გავაკეთო.

ვიცით, რომ საზღვრის სადერმაკაციო კომისიის მუშაობა მიმდინარეობდა წლების განმავლობაში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი", - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system