თავში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.  შეხვედრა ახლადდანიშნული ელჩის ინიციატივით შედგა და გაცნობით ხასიათს ატარებდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

,,შეხვედრისას, საქართველოში საქმიანობის შემდგომი გეგმების კონტექსტში, ელჩმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შესაბამისი მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით წინადადებები წარმოადგინა. 

თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, მათ შორის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და სტრატეგიის ძირითადი ამოცანები. 

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system