თავში

ელდარ ბაირამოვი: ვგმობთ სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ბოროტად გამოყენებას

ელდარ ბაირამოვი: ვგმობთ სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ბოროტად გამოყენებას
ელდარ ბაირამოვი: ვგმობთ სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ბოროტად გამოყენებას

ჰუმანიტარულ რეჟიმში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ქალაქებისთვის, არის ბარბაროსობის კიდევ ერთი მაგალითი და ცხადყოფს, რომ სომხეთის ხელისუფლების მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ თვალთმაქცობაა, – ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა, ელდარ ბაირამოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, 11 ოქტომბრის ღამეს, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა, რომელიც ფრონტის ხაზიდან ძალიან შორს მდებარეობს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სარაკეტო შეტევის ობიექტი გახდა. 

"სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სანიტარული მანქანის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად, რომელსაც მკვეთრად შესამჩნევად ჰქონდა მიმაგრებული თეთრი დროშები, და რომელიც სუგოვუშანის ტერიტორიაზე სომეხი ჯარისკაცების ცხედრებს აგროვებდა, სერიოზულად დაშავდა ერთი სამედიცინო მუშაკი.

11 ოქტომბრის ღამეს, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა, რომელიც ფრონტის ხაზიდან ძალიან შორს მდებარეობს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სარაკეტო შეტევის ობიექტი გახდა. შეტევის შედეგად დაიღუპა ცხრა სამოქალაქო პირი და დაშავდა 34 ადამიანი, მათ შორის – ბავშვები.

ჰუმანიტარულ რეჟიმში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ქალაქებისთვის, არის ბარბაროსობის კიდევ ერთი მაგალითი და ცხადყოფს, რომ სომხეთის ხელისუფლების მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ თვალთმაქცობაა.

ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის აგდამისა და ტერტერის რაიონებს, რამდენიმე საათის შემდეგ კი სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშის მიტანა სცადეს გადრუთისა და ჯებრაილის მიმართულებით.

ამას გარდა, მთელი საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პროცესში, 27 სექტემბრიდან დაწყებული, სომხეთმა, დადგა რა მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან სამხედრო ტვირთების სახმელეთო და საჰაერო ტრანზიტზე შეზღუდვების წინაშე, ამ მიზნებით დაიწყო სამოქალაქო თვითმფრინავების გამოყენება. ასეთი უკანონო ქმედება უხეშად არღვევს საერთშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის - ჩიკაგოს კონვენციის 44-ე მუხლს.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ სომხეთის მხრიდან აგრესიის მსგავს აქტებს და ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის ბოროტად გამოყენების ფაქტებს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა აიძულოს ოკუპანტი ქვეყანა სომხეთი, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები. მთელი პასუხისმგებლობა სიტუაციაზე რეგიონში სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ სამხედრო ხელმძღვანელობას ეკისრება," - განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system