თავში

ელენე ხოშტარია: არასოდეს პოლიტიკური ბრძოლა აღარ გავა ქვების სროლაზე და ძალადობაზე

ელენე ხოშტარია: არასოდეს პოლიტიკური ბრძოლა ა
ელენე ხოშტარია: არასოდეს პოლიტიკური ბრძოლა აღარ გავა ქვების სროლაზე და ძალადობაზე

ელენე ხოშტარია ნიკა მელიას შტაბში მივიდა, მხარდაჭერა გამოუცხადა და დაგმო ის ძალადობის ფაქტები, რომლებსაც გლდანსა და სხვა რაიონებში ჰქონდა ადგილი.

"არჩევნები ხელისფლებისთვის გახდა იმდენად საშიში, რომ ისინი ადამიანებს წირავენ სიკვდილისთვის. კორპუსიდან ნასროლი ქვა რომ ვინმეს მოხვედროდა, სიცოცხლისთვის იქნებოდა საშიში. ნაცვლად შეშინებისა, ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს, მოგვცემს კიდევ უფრო დიდ ძალას და უფრო გაგვაერთიანებს. ჩვენ უნდა დავხუროთ ისტორიაში ფურცელი, როცა არჩევნები ქვებით ტარდება. ერთ-ერთი დაპირება, რასაც მე და ნიკა მელია ვდებთ არის ის, რომ არასოდეს არჩევნები, პოლიტიკური ბრძოლა აღარ გავა ქვების სროლაზე, ძალადობაზე, გახლეჩაზე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ცივილიზებულ, პატივისცემაზე დაფუძნებულ კონკურენციას. ამის სიმბოლო იქნება ნიკას და მთლიანად ოპოზიციის გამარჯვება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ნიკა მელიამ ელენე ხოშტარიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ელენე არის ჩვენი წარმომადგენელი ვაკეში. ჩვენ არ უნდა ვუღალატოთ იმ მიზანს, რასაც ვემსახურებით და პარტიებს შორის კამათის გამო არ შეიძლება რომელიმე საერთო კანდიდატს და ელენე ხოშტარიას არ დავუჭიროთ მხარი“, - თქვა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system