თავში

ელენე ხოშტარია: ხელისუფლება უბნების გადათვლაზე შემოდის ვაჭრობაში

ელენე ხოშტარია: ხელისუფლება უბნების გადათვლაზე შემოდის ვაჭრობაში
ელენე ხოშტარია: ხელისუფლება უბნების გადათვლაზე შემოდის ვაჭრობაში

"ვაჭრობის საგანი კი არაა, ვალდებულები არიან, ეს საჩივრები განიხილონ", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ისაუბრა, თითქოს ოპოზიციას  გარკვეული რაოდენობის უბნების გადათვლა შესთავაზეს. 

ის უბნები, სადაც არის გასაჩივრებული, სადაც არის თვალსაჩინოდ წარმოდგენილი ყველა დარღვევის მტკიცებულება, ვაჭრობის საგანი კი არაა, ვალდებულები არიან, რომ ეს საჩივრები განიხილონ, გადათვალონ და ეს უნდა გაეკეთებინათ.

გუშინ ცესკო-ში პრაქტიკულად დახურეს ეს პროცესი. ამიტომ მორიგ ჯერზე „ქართული ოცნება“ იტყუება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system