თავში

ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაჰყავთ

ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაჰყავთ
ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაჰყავთ

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელმაც იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ამ წუთებსი პარლამენტიდან კლინიკაში გადაჰყავთ.

პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. 

"დროას" ლიდერი 17-დღიანი შიმშილობის შემდგომ მკურნალობას "ნიუ ჰოსპიტალში" გააგრძელებს. 

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობსმსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პასუხი ამ შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მან პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system