თავში

ელენე ხოშტარია: სიმღერის თუ ცეკვის თავი როგორღა გაქვთ, არ მესმის

ელენე ხოშტარია: სიმღერის თუ ცეკვის თავი როგორღა გაქვთ, არ მესმის
ელენე ხოშტარია:  სიმღერის თუ ცეკვის თავი როგორღა გაქვთ, არ მესმის

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში არჩევნების დასრულებას ეხმაურება.

ელენე ხოშტარიას თქმით, მისთვის გაუგებარია, როგორ შეუძლიათ "ქართული ოცნების" წევრებს სიმღერით თუ ცეკვით აღნიშნონ მათი გაგებით გამარჯვება, როდესაც ამ შედეგის დადგომისათვის არაერთი უსამართლობა მოხდა. 

"აი კი ვიცი ყველაფერი, მაგრამ, მაინც, მართლა მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს. აი ვარ ადამიანი, ჩამწერეს სიაში, ვიღვიძებ დილით, გავიგე დაიჭირეს უდანაშაულო ხალხი იმისთვის რომ მაგ სიით შევიდე პარლამენტში, მოვიჭირო ანუ გალსტუკი, რავიცი ხელფასი ავიღო თუ რა არის მანდ კიდე როცა ეგრე ხარ მოხვედრილი. 

ხოდა გავიგე დაიჭირეს ტიპები, ტყუილა, იმისთვის, რომ მე იქ შევიდე და რაღაც როლი შევასრულო. არ მჯერა, რომ ივერი მელაშვილის გამოსვლას ყველა უემოციოდ უყურებდა, თავის თავში მაინც ხომ დარჩებოდა ეგ ემოცია. კაი მერე გავიღვიძე ვნახე გლდანში პისტოლეტიანი ტიპი დარბის. მანამდე გავიგე ია კერზაიას ამბავი, ვუყურებ ყოველ დღე მის შვილს, ისევ მკიდია? ანუ გარდაიცვალა, აღარ არის, რამე პოლიტიკური თამაში კი არაა, ადამიანი აღარ არის. მერე მაჩალიკაშვილს ვუყურებ. კაი სუსს დაუჯერე, მერე უყურებ სუსმაც არაფერი, უბრალოდ შვილი აღარ ყავს. არ არის შვილი. კაი ეგეც დავიკიდე. მერე მაკოს ვუყურებ გომურს (აღარ წავალ დეტალებში). ნუ შეშა რომ საშიშია ამას ვიჯერებ? რანაირად? აი გიორგი მჟავანაძეს რომ იჭერენ როგორც წარმოგიდგენია რომ ესებუა შეიძლება დაეჭირათ? ეგეც არაუშავს.

კაი ეს ყველაფერი ვნახე. მერე ზუსტად იცი რომ მარტო დარჩი, აღარ გყავს კონკურენტი მოიგე ანუ შენი გაგებით. ვსიო გაკსტუკს მოიჭერ აუცილებლად რომელიღაც ოღშაბათს დილით. გავიგე, მაგრამ აი სიმღერის თავი თუ ცეკვის როგორღა გაქვს, ეგ მართლა ვერ გავიგე", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system