თავში

ელენე ხოშტარია სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილზე ჩანაწერს აპროტესტებს

ელენე ხოშტარია სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინა
ელენე ხოშტარია სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილზე ჩანაწერს აპროტესტებს

პოლიტიკური გაერთიანება"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ ჩანაწერს, რომელიც მე-9 კლასის სახელმძღვანელოშია, აპროტესტებს. ის მოუწოდებს თანამოაზრეებს ჩაერთონ პროტესტის სხვადასხვა ფორმაში. 

"მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე, ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას" დიდების შეტანის გამო.

ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ. ყველა იპოვით თქვენს ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით", - ნათქვამია ელენე ხოშტარიას პოსტში. 

"საქართველოში დემოკრატიულმა ტენდენციებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და ოპოზიციურმა "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი გახდა. 

ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ქვეყნის ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა", - წერია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system