თავში

ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა - VIDEO

ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა
ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა - VIDEO

პოლიტიკოსმა, ელენე ხოშტარიამ ახალი მოძრაობა, "დროა" ჩამოაყალიბა.

"დროა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით", - აცხადებს სოციალურ ქსელით გავრცელებულ მიმართვაში პოლიტიკოსი.

ხოშტარიას თქმით, ის ამხელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და ყველანაირ უსამართლობას, ამხელს და არ შეეგუება.

"თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო", - აღნიშნავს ხოშტარია.

ცნობისთვის, გასული წლის 28 დეკემბერს პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ პარტია, "ევროპული საქართველო" დატოვა. ხოშტარია პარტიიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას ახალი პოლიტიკური გეგმებით ხსნიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system