თავში

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს
ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს. 

პოლიტიკოსის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

"ჩემი მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. იქაც რომ გადავა და ექიმები იტყვიან, რომ მის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, მაშინ მე შევწყვეტ შიმშილობას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 34-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system