თავში

ელისაბეთ რუდი: ღრმად ვართ შეშფოთებული ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენებით

ელისაბეთ რუდი: ღრმად ვართ შეშფოთებული ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენებით
ელისაბეთ რუდი: ღრმად ვართ შეშფოთებული ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენებით

ჩვენ შეშფოთებულები ვართ გაუარესებული მდგომარეობის გამო საოკუპაციო ხაზთან - ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა,  ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა.  

რუდის თქმით, ის იმედოვნებს, რომ საერთაშორისო დისკუსიები პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა ჟენევის ფორმატზე აუცილებლად უნდა იყოს განხილვის თემა.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ გაუარესებულ მდგომარეობით საოკუპაციო ხაზთან. ყველა მექანიზმი უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები. ღრმად ვართ შეშფოთებული იმ განვითარებული მოვლენებით, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან, როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა გადმოწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ჟენევის ფორმატი, იმისათვისაა რომ ეს საკითხები მოგვარდეს. 

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,” – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system