თავში

ელისაბეთ რუდი: ვამაყობთ, რომ აშშ იყო საქართველოს პარლამენტის პარტნიორი მრავალი მიმართულებით

ელისაბეთ რუდი: ვამაყობთ, რომ აშშ იყო საქართველოს პარლამენტის პარტნიორი მრავალი მიმართულებით
ელისაბეთ რუდი: ვამაყობთ, რომ აშშ იყო საქართველოს პარლამენტის პარტნიორი მრავალი მიმართულებით

ძალიან ვამაყობთ, რომ აშშ იყო საქართველოს პარლამენტის პარტნიორი მრავალი მიმართულებით, სადაც პროგრესი დაფიქსირდა,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. 

ელისაბეთ რუდი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. 

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიში, რომელიც შეეხებოდა იმ საკანონმდებლო საქმიანობას და ზოგადად მუშაობას საპარლამენტო კომიტეტისა, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების უკეთ დაცვას. დღეს ანგარიშში ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, როგორიც არის ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, შშმ პირთა უფლებების უკეთ დაცვა, ასევე ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე ისეთი სამუშაოები, რაც შესრულდა საკანონმდებლო კუთხით.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო პარლამენტის პარტნიორი მრავალი მიმართულებით, სადაც დაფიქსირდა პროგრესი. ჩვენ გვჯერა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობით გაგრძელდება მუშაობა. ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გაგრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივებზე იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს უკეთ დაცული“,- განაცხადა რუდმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system