თავში

ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის - ჩიხლაძე

ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის - ჩიხლაძე
ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის - ჩიხლაძე

ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, არც პიროვნულად და არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, ელისაშვილი არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და მას შეუძლია ცალკე გზა აირჩიოს. 

"პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილზე და მის პარტიაზე  კომენტარს ღარ ვაკეთებთ. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ, არის არც პიროვნულად და არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი", - განაცხადა  ჩიხლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system