თავში

ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ

ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ
ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ.

როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ისინი საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდებიან.

"დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდეთ "ქართულ ოცნებას", შესაბამისად მათაც დაადასტურეს ეს მზაობა და მას შემდეგ დაგვიკავშირდა თალაკვაძე და გვითხრა, რომ დღეს 11 საათზე მოვსულიყავით მე და ლევან იოსელიანი. როგორც ვიცი, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან გვექნება შეხვედრა. ჩვენ გვაინტერესებს იმ 4 პუნქტთან მიმართებაში რაც მოლაპარაკებების მაგიდაზე იდო, რამდენად აქვს შესრულების მზაობა "ქართულ ოცნებას" ამ პუნქტების გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეებმა" ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.. ამასთან, ელისაშვილმა მიმართა "ქართულ ოცნებას" და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე საჯაროდ საუბარი შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system