თავში

ელისაშვილი იტყუება და "ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს - თარხნიშვილი

ელისაშვილი იტყუება და "ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს - თარხნიშვილი
ელისაშვილი იტყუება და ქართული ოცნების თამაშს თამაშობს - თარხნიშვილი

ეს არ არის პირველი უსინდისო განცხადება, რომელსაც ბატონი ელისაშვილი ავრცელებს, - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბატონი ელისაშვილი იტყუება და ამ შემთხვევაშიც ნებსით თუ უნებლიეთ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს.

"ეს არის აბსოლუტურად ბინძური თამაში და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვის გამო იმყოფება გიორგი რურუა, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები ციხეში. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართლი ოცნების“ დამსახურება. მე უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, კონკრეტულად გიორგი რურუას შემთხვევა გათვალისწინებული იყო ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაში და სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად-ნახევრის წინ დაარღვია ეს შეთანხმება. ამის გადაბრალება ოპოზიციაზე არის უსინდისობა და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი უსინდისო განცხადება, რომელსაც ბატონი ელისაშვილი ავრცელებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ელისაშვილი ამ შემთხვევაშიც იტყუება და ნებსით თუ უნებლიეთ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. ნებისმიერი ადამიანი და პიროვნება, ვინც შევა ამ პარლამენტში, ფაქტობრივად გაწევრიანდება „ქართულ ოცნებაში“ და არ იქნება არავითარი განსხვავება, რა დაერქმევა „ევროპული სოციალისტები“, „გირჩის“ განაყოფი თუ „მოქალაქეები“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების მიუხედავად, ის, რომ "მთავარი არხის" თანადამფინანსებელი, გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system