თავში

ელისაშვილი: ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება

ელისაშვილი: ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება
ელისაშვილი: ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება

,,არის სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს", -  ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიცია მოთხოვნების გადახედვას არ აპირებს, თუმცა კონსესუსი შესაძლებელია. 

,,ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები, ჩვენეული გამოსავალი ვთქვით ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავისი არგუმენტები, რომ არ გაყალბებულა მასშტაბურად არჩევნები და გამოსავალი მსგავსი შემოგვთავაზა. ბოდიშს გიხდით, მაგრამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, არ არის წესი დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალების გამოტანა. თავისთავად, რომ პროცესი დაიძრა, ეს არის კარგი", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

,,არის სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება. არჩილ თალაკვაძე თავის პარტიას უნდა დაელაპარაკოს, ჩვენ ჩვენ პარტიებს. გავივლით კონსულტაციებს და უახლოეს დღეებში ისევ შევხვდებით ერთმანეთს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system