თავში

ელისაშვილი: ვმსჯელობთ როგორ წარვსდგეთ ელჩებთან მესამე რაუნდზე

ელისაშვილი: ვმსჯელობთ როგორ წარვსდგეთ ელჩებთან მესამე რაუნდზე
ელისაშვილი: ვმსჯელობთ როგორ წარვსდგეთ ელჩებთან მესამე რაუნდზე

ჩვენ ვმსჯელობთ, როგორ წარვსდგეთ ელჩებთან მესამე რაუნდზე ისე, რომ ეს არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის ემზადება და მათი პოზიცია არის მტკიცე, როგორც არასდროს.

"მესამე რაუნდის სამზადისზე ვართ ახლა შეკრებილები, რომ საერთო, შეჯერებული და დაწურული პოზიცია გვქონდეს ოპოზიციას. ერთად რომ ვდგავართ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ყველა ერთ აზრზე ვართ. ჩვენ ვმსჯელობთ, როგორ წარვსდგეთ ელჩებთან მესამე რაუნდზე ისე, რომ ეს არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ამ შეხვედრას შეიძლება აზრთა გაცვლა-გამოცვლა დავარქვათ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ოპოზიციის პოზიცია არის მტკიცე როგორც არასდროს", - განაცხადა ელისაშვილმა. 

ცნობისთვის, ოპოზიცია "ლელოს" ოფისში მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს და მოლაპარაკებები მესამე რაუნდის დაწყებამდე, სამომავლო მოქმედების გეგმებს განიხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system