თავში

ელისაშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივია - ვოლსკი

ელისაშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივია - ვოლსკი
ელისაშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივია - ვოლსკი

 ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არა მარტო სააკაშვილს, არამედ გააჩნია საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მმართველი პარტია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, როგორც ელისაშვილთან ასევე სხვა ოპონენტებთანაც. 

"ჩვენ მზად ვართ, არა თუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ. ეს არის მთავარი თემა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არ ჩატარებულა ისეთი დარღვევების ფონზე, რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის შედეგებზე. მე ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია  და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არა მარტო სააკაშვილს, არამედ გააჩნია საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც დესტაბილიზაცია მიაჩნია თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად საქართველოში", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები" ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს. ამასთან, მიმართავს "ქართულ ოცნებას" და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე საჯაროდ საუბარს სთავაზობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system