თავში

ელისაშვილმა პარლამენტში საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა

ელისაშვილმა პარლამენტში საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა
ელისაშვილმა პარლამენტში საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა

ზოგს ჰგონია, ალბათ და ვერც დავაჯერებთ ბევრს, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და რაიმე პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს პარლამენტში, ამას დრო გამოავლენს, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ისინი პარლამენტში ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად შევიდნენ.

ელისაშვილმა ამის დასტურად ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში ნომერი ჩართული იქნება და ყველა ზარს უპასუხებს და ხალხის ყველა პრობლემებს მოისმენს.

"მე და ლევან იოსელიანმა ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ, დინების საწინააღმდეგოდ წასვლა და აღმა ცურვა მოგვიწია. ბევრი სირთულის დაძლევა და ბევრი სიძულვილი კიდევ გველის წინ, მაგრამ ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რისიც გვწამს და რისიც გვჯერა ყოველთვის იმას გავაკეთებთ და გვჯერა, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს და ასეა სწორი. ზოგს გონია, ალბათ და  ვერც დავაჯერებთ ბევრს, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და რაიმე პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს, ამას დრო გამოავლენს. მაგრამ დასტურად ერთ რამეს ვიტყვი, ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა კამპანია და ტელეფონის ნომერი გვქონდა გამოქვეყნებული და ახლა გავიმეორებ ჩემს ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ, ნომერი ისევ ჩართული მექნება. ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს და რაც მთავარია, სხვები პრობლემებს გვეტყვიან.  593 58 40 52 ეს არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ, ვპასუხობდი წინასაარჩევნოდ და 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ, როგორც დეპუტატი იმიტომ, რომ ჩემთვის დეპუტატობა არის მეტი იარაღი და მეტი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხალხზე ვიმუშაოთ და ხალხის პრობლემები მოვაგვაროთ. გვინდა, რომ ხალხის პრობლემები ისმოდეს ამ დარბაზში და იმიტომ ვართ ჩვენ აქ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ელისაშვილი არჩევნების გაყალბების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებული იყო და პარლამენტში სწორედ იმისთვის შევიდნენ, რომ ეს არჩევნები ბოლო გაყალბებული არჩევნები იყოს საქართველოს ისტორიაში. 

"გვეკითხებიან, არჩევნები გაყალბდა თუ არა?  და ჩვენ გვჯერა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. მაგრამ, აბა რატომ ვართ ამ დარბაზში? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები და ის მემორანდუმი არის ამის გარანტია, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და მე მინდა ვთხოვო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ ნუ გვიწუნებენ ყველაფერს ამპარტავნულად და ყველაფრის წყალში ჩაყრას ნუ ცდილობენ. თუ არ მოსწონთ რაც იქ წერია, ჩვენზე მეტად იბრძოლონ, გაცილებით მეტნი არიან, მეტი გამოგლიჯონ "ქართულ ოცნებას", მეტად დაახევინონ უკან, უფრო კარგი და ქვეყნისთვის სასარგებლო და საჭირო პუნქტები შეიტანონ. ამას უბრალოდ მივესალმებით და მეტი არაფერი. ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმებისამებრ, 1 მარტამდე კანონად იქცეს ჩვენი შეთანხმება, რომ ელექტრონული არჩევნების წესი დამკვიდრდეს, თითის ანაბეჭდმა მოსპოს მავნე პრაქტიკა, რომ ყველა ცვლილებამ მოგვიტანოს სამართლიანი არჩევნების წესი, რომ მომდევნო ოქტომბრიდან მოყოლებული, ყველა ვენდობოდეთ არჩევნების შედეგებს", - განაცხადა ელისაშვილმა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system