თავში

ელისაშვილი: გომელაური დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს

ელისაშვილი: გომელაური დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს
ელისაშვილი: გომელაური დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს

,,გუშინდელი სამარცხვინო დღის და გატაცებულ თანხასთან დაკავშირებით ამაზრზენი განცხადების მერე შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

,,ვითხოვთ გომელაურის გადადგომას. თვითონ უნდა ჰყოფნოდა შეგნება და თავად უნდა გადამდგარიყო გუშინდელი დღის შემდეგ. ასევე დღევანდელი განცხადების შემდეგ, როდესაც თქვა, რომ თანხა ,,საქართველოს ბანკის" იყო, ბანკი რა ხალხის ფული არაა?", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს, ,,საქართველოს ბანკს" ეკუთვნოდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system