თავში

ელისო ბოლქვაძე: პარლამენტში შეიძინონ ინსტრუმენტი და მეც დავუკრავ

ელისო ბოლქვაძე: პარლამენტში შეიძინონ ინსტრუმენტი და მეც დავუკრავ
ელისო ბოლქვაძე: პარლამენტში შეიძინონ ინსტრუმენტი და მეც დავუკრავ

,,ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ (ფორტეპიანო) და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ", - ამის შესახებ პიანისტმა და ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ საკანონმდებლო ორგანოს კედლებში მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება.

,,უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი. კიდევ ბევრი რამის გახსნა შეიძლება. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ მოდერნიზაცია ხდება, ადამიანები ვითარდებიან, 21-ე საუკუნეა და რაღაცა კლიშეები, რომელიც იყო ვთქვათ, ერთი საუკუნის წინ, 50 წლის წინ, ან თუნდაც 2 წლის წინ, შეიძლება სხვანაირად გადაიხედოს მომავალში", - განაცხადა ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, ის არ აპირებს პროფესიის დათმობას და ეს საპარლამენტო საქმიანობაში ხელს არ შეუშლის.

,,ვფიქრობ, რომ წელიწადში რამდენიმე მნიშვნელოვანი კონცერტი მქონდეს და არ ვთქვა უარი ყველა შემოთავაზებაზე -  ეს ჩემი სულიერი საზრდოა. ვიყო პიანისტი, ვფიქრობ, ეს არ შემიშლის ხელს, ვიყო დეპუტატი და თან ხანდახან ვუკრავდე. ეს არის ჩემი პირველი რიგის ამოცანა, ვიყო ღირსეული დეპუტატი", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ "იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system