თავში

პრეზიდენტმა მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

პრეზიდენტმა მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
პრეზიდენტმა მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

პრეზიდენტმა საზოგადოებასა და თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და საქართველოს მთავრობის წევრებს ვირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის. 

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! დღეს უჩვეულო 26 მაისია საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ აქ ვართ და გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად საზოგადოება. დღევანდელი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს, ჩვენი ყველას გამარჯვებაა. უხილავ მტერთან ბრძოლას ვაგრძელებთ და ომი არ დასრულებულა. როდესაც მიღწეულ წარმატებაზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმა. ერთი მხრივ, მთავრობამ დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ კი ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა კი მაღალ დონეზე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, სადაც საჭირო იყო. საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნის სიყვარული. პროფესიონალიზმმა გამოიწვია საზოგადოების ნდობა და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system