თავში

რატი იონათამიშვილი: ოპონენტები ჩიხში იყვნენ შესული და მიზეზს ეძებდნენ

რატი იონათამიშვილი: ოპონენტები ჩიხში იყვნენ შესული და მიზეზს ეძებდნენ
რატი იონათამიშვილი: ოპონენტები ჩიხში იყვნენ შესული და მიზეზს ეძებდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ჩიხში იყო შესული და უარის თქმის მიზეზს ეძებდა. დეპუტატი ოპოზიციას კონსენსუსისკენ მოუწოდებს.

,,ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან ჩიხში იყვნენ შესული და სურვილი არ ჰქონდათ, რომ კონსესუსი შემდგარიყო და მიზეზს ეძებდნენ იმისთვის, რომ რადიკალური განცხადებები გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, სცენარი შემუშავებული წინასწარ ჰქონდათ, რომ გამოიყენებდნენ, უარი ეთქვათ, მოლაპარაკებაზე. მათ კონსესუსისკენ მოვუწოდებ. კონსესუსი არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ამ საკითხის მიმართ არის უპასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების წინაშე", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system