თავში

გოცირიძე: პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენა მშვიდად არ ჩაივლის

გოცირიძე: პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენა მშვიდად არ ჩაივლის
გოცირიძე: პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენა მშვიდად არ ჩაივლის

საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წლიური მოხსენების წარდგენა მშვიდ ვითარებაში არ ჩაივლის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტის ფორმას ოპოზიცია განსაზღვრავს.

,,ოპოზიცია განსაზღვრავს, პროტესტის რა ფორმა იქნება გამოყენებული. პრეზიდენტის მოხსენება იქნება მისი წარუმატებელი ნაბიჯების აღწერა, რადგან მისი ყველა გადაადგილება უცხოეთში, თუ ქვეყნის შიგნით, სკანდალით მთავრდებოდა და ქვეყანას რეპუტაციას ულახავდა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტში, რიგით მეორე წლიური ანგარიშით, საგაზაფხულო სესიაზე წარდგება.

პირველი ანგარიშის წარდგენის დროს, პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად" ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები არ ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system