თავში

ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

2021 წლის 5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა, რაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას მისცემს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ან ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესაძლებლობას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული.

„უკვე წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმმა, თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესა, რომელთა ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვლიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად. როგორც ცნობილია, აღნიშნული პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა გადაადგილების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ხანდაზმულები, პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები), დღეს კი, თავისუფალი მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი ნებისმიერი პირისთვის.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სრულად იქნას უზრუნველყოფილი თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება“, – აცხადებენ სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system