თავში

ენგურის ხიდის გადაკვეთისთვის 50 ლარი დააწესეს

ენგურის ხიდის გადაკვეთისთვის 50 ლარი დააწესეს
ენგურის ხიდის გადაკვეთისთვის 50 ლარი დააწესეს

სოხუმმა ენგურის ხიდზე გადასვლისათვის გადასახადი დააწესა. ამის შესახებ აფხაზეთის მცხოვრებლები იუწყებიან. თუკი აქამდე ე.წ. საზღვრის გადაკვეთა 18-დან 60 წლამდე მამაკაცების გარდა, სპეციალური საბუთის საშუალებით, ყველას შეეძლო, ახლა ხიდზე გადასვლის ნებისმიერ მსურველს 50 ლარის გადახდა უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას DF watch ავრცელებს

"ამის მიზეზი მხოლოდ ფულის შოვნაა. სხვა ლოგიკური მიზეზი არ არსებობს. ყოველდღიურად ასეთი თანხის გადახდა ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ სხვა გზა არ არის. ისინი გამოგვართმევენ ფულს, სანამ ამას შევძლებთ და სანამ მათი ჯიბეები კარგად არ გაივსება", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივები ასევე განმარტავენ, რომ ისინი ხიდს ძირითადად თხილის გასაყიდად და სხვა სავაჭრო ურთიერთობებისთვის კვეთენ. 

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 27 ივლისს ე.წ. საზღვარი თბილისში გამართული ანტისაოკუპაციო აქციის გამო ჩაკეტეს. მოგვიანებით, ენგურის ხიდზე გადასვლის საშუალება მიეცა ყველა ადგილობრივს, გარდა 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system