თავში

ენმ აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულოში, გარდაცვალებამდე მათი წევრის გადაბირებას ცდილობდნენ

ენმ აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულოში, გარდაცვალებამდე მათი წევრის გადაბირებას ცდილობდნენ
ენმ აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულოში, გარდაცვალებამდე მათი წევრის გადაბირებას ცდილობდნენ

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში განაცხადეს.

როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.

გიორგი კირთაძის ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით მიდიოდნენ ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები – ვაჟა თაბაგაძე და ბადრი ბაკურიძე. კირთაძისვე მტკიცებით, მიზანი მისი გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19. 

„ყველამ კარგად იცით, რა შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში. „ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადავიდა, 19 წევრი ოპოზიციამ და 16 კი „ქართულმა ოცნებამ" გაიყვანა. ამის შემდეგ ღარიბაშვილისა და კობახიძის ვიზიტი იყო ბათუმში და დაგვიანონსეს, რომ „ქართულ ოცნებას" ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ექნებოდა. გაცხადებულად პირდაპირ ნიშნავდა, რომ საკრებულოს წევრებზე არნახული მასშტაბის ზეწოლა იწყებოდა. პირველი შეძლეს გახარიას წევრებზე ზეწოლა და ამის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა მათთან და უმრავლესობით ყოფილიყვნენ, წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში. ჩვენი ფრაქციის წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ერთ-ერთი პირველი, ვისზეც ზეწოლა და მოსყიდვა დაიწყეს, იყო ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს. ბატონ ნუგზართან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა, ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ვაჟა თაბაგიძე ასლან აბაშიძის დროს სამძებროს უფროსის პოზიციას იკავებდა და ბადრი ბაკურიძე კი უშიშროების უფროსი იყო. ორივე მათგანს რევოლუციის შემდეგ აჭარიდან წასვლა მოუწია და ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენს ქალაქში დაბრუნდნენ.

მათ ნუგზარ ფუტკარაძესთან არაერთი შეხვედრა გამართეს, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით. როცა ეს გაუსაძლის ამბავს და ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა. ბატონ ნუგზარმა ეს ჩანაწერი პირადად მე მომაწოდა, ჩანაწერი აუდიო სახის არის და მას წარმოგიდგენთ. ვაჟა თაბაგიძე, ამავდროულად არის ხელვაჩაურის ახლად არჩეული მერის, ზაზა დიასამიძის ბიძა, მისი სახელითაც არიან მისული ბატონ ნუგზართან. ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ",- აცხადებს გიორგი კირთაძე.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" არჩეული დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system